ჭადრაკი

19:24 | 6.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

1/16-ფინალი მოგების გარეშე დაიწყეს

რუსულ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიოს 2018 წლის ინდივიდუალური ჩემპიონატის მე-2 წრის სტარტი წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა წევრებისთვის: 3 ჩვენებურიდან მოგება ვერცერთმა მოახერხა.

დღეს, ნანა ძაგნიძე (2516) თეთრი ფიგურებით ჩინელ ტინჯიე ლეის (2457) დაუზავდა, ბელა ხოტენაშვილმა (2477) თეთრებითვე ყაიმი ინდოელ დრონავალი ჰარიკასთან (2498) გააფორმა, ნინო ბაციაშვილმა (2465) კი შავი ფიგურებით ჩინელ მო ჟაისთან (2352) წააგო.
1/16-ფინალის განმეორებითი პარტიები ხვალ, 7 ნოემბერს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132102