ფეხბურთი

4:00 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" ბელგრადული კოშმარი (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგამ ეკვატორი გადალახა და ოთხ ქვეჯგუფში მეოთხე ტურის მატჩები შედგა. ოფიციალურად პირველი მერვედფინალისტიც გამოვლინდა და რამდენიმე გუნდი ამ სტატუსთან ძალიან ახლოსაა. აი, C ჯგუფში ვითარება ისე დაიძაბა, რომ თქვენგან მოწონებული. მივყვეთ თანმიმდევრობით...

A ჯგუფი

მადრიდის „ატლეტიკომ“ გერმანიაში 0:4 წააგო და ბუნებრივია საკუთარი პუბლიკის წინაშე რეაბილტაცია სურდა. დიეგო სიმეონეს გუნდმა ეს მოახერხა. მართალია, „როხიბლანკოს“ არ გაუნადგურებია მეტოქე, მაგრამ აშკარად აჯობა და დამსახურებულად მოიპოვა სამი ქულა. შედეგად, გერმანელებსა და ესპანელებს 9-9 ქულა აქვთ და მერვედფინალთან ძალიან ახლოს არიან. მხოლოდ ისაა გასარკვევი, ვინ გავა პირველ ადგილზე. თუ „დორტმუნდი“ დარჩენილ ორ ტურში ქულებს არ დაკარგავს, პირველი ადგილიც მას ერგება.

აი, ევროპა ლიგის საგზურს კი ბელგიის ჩემპიონი „ბრიუგე“ დაისაკუთრებს. ეს დრეს გახდა ნათელი, რადგან ბელგიელებმა „მონაკო“ მისსავე მოედანზე გააცამტვერეს. ძალიან ცუდ დღეში არიან მონეგასკები და ტიერი ანრიც ვერ გაერკვა სად მოხვდა. ფაქტია, „მონაკო“ საშინელ სეზონს ატარებს და გამოსავალიც არ ჩანს. „ბრიუგემ“ მეტოქის სისუსტით დიდებულად ისარგებლა და 4 უპასუხო გოლი გაუტანა...

„მონაკო“ – „ბრიუგე“ 0:4 (0:3) VIDEO

მონტე კარლო, „ლუი II”

მაყურებელი: 8 347

„მონაკო“ (4-3-3): ბენალიო; სიდიბე, გლიკი (ტურე 76), ჟემერსონი, ბარეკა; ტილემანსი, ბენასერი (მასენგო 68), შადლი; სილა, ფალკაო (გუანო 61), დიოპი

მწვრთნელი: ტიერი ანრი

„ბრიუგე“ (3-5-2): ჰორვატი; პულაინი, მეჩელე, დენსვილი; მატა (ვლიეტინკი 77), ვორმერი, ნაკამბა, რიცი, დიატა (კულსი 6); ვესლი (რეზაეი 72), ვანაკენი

მწვრთნელი: ივან ლეკო

გოლები: 0:1 ვანაკენი (12), 0:2 ვანაკენი (17, პენ), 0:3 ვესლი (24), 0:4 ვორმერი (85)

გაფრთხილება: ბარეკა (15)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 6 (6) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: არტურ დიასი (პორტუგალია)

„ატლეტიკო“ – „დორტმუნდი“ 2:0 (1:0) VIDEO

მადრიდი, „ვანდა მეტროპოლიტანო“

მაყურებელი: 61 023

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, ხიმენესი (მონტერო 46), ერნანდესი, ფილიპე ლუისი; საულ ნიგეზი, როდრი, ტომას პარტეი, კორეა (ვიტოლო 81); გრიზმანი, კალინიჩი (ჟელსონი 62)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; პიშჩეკი, აკანჯი, ტოპრაკი, ჰაკიმი; ვიტსელი, დელანი; პულიშიჩი (გერეირო 59), როისი, სანჩო (ლარსენი 79); პაკო ალკასერი (გიოტცე 75)

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლები: 1:0 საულ ნიგეზი (33), 2:0 გრიზმანი (80)

გაფრთხილება: კორეა (6) - სანჩო (31), აკანჯი (90), როისი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები:13 (8) – 2 (0) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

B ჯგუფი

კატალონიის „ბარსელონა“ ძალიან ახლოს იყო მერვედფინალის საგზურის პირველი ადგილით გაფორმებასთან. არც ახლაა შორს ამასთან, თუმცა, ოფიციალურად საგზური უკვე გაიფორმა. „ბარსა“ მილანში ჩავიდა და „ინტერის“ დამარცხება სცადა. ახლოსაც იყო მიზანთან. მალკომმა, რომელიც მოედანზე ახლი შესული იყო, 83-ე წუთზე გახსნა ანგარიში. იტალიელებს მთელი თამაში არ შეუტევიათ და ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ, მაგრამ მაურო იკარდიმ მაინც თქვა თავისი სიტყვა და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა.

ჯგუფი მეორე მატჩის დრამატული გამოდგა და მტავარი მოვლენები იქაც ენდშპილში განვითარდა. ლონდონში „ტოტენჰემი“ პსვ ეინდჰოვენთან უკვე მეორე წუთზე ჩამორჩა და კარგა ხანს ვერაფერს ცვლიდა. „ტოტენჰემსაც“ და პსვ-საც შანსი მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში რჩებოდათ. შედეგად, 78-ე წუთზე, როდესაც ჰარი კეინმა გაათანაბრა, „ინტერის“ წისქვილზე ასხამდა წყალი, მაგრამ ბოლო წუთზე კეინმა დუბლი შეასრულა და „მამლებმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვეს. ახლა „ინტერთან“ ჩამორჩენა სამი ქულაა და მომდევნო ტურში ლონდონში დაუხვდება. თუმცა იტალიელთა უპირატესობა ისიცაა, რომ ბოლო ტურშ ეინდჰოვენს უმასპინძლებს, ხოლო „ტოტენჰემს“ ბარსელონაში მოუწევს ჩასვლა...

„ინტერი“ – „ბარსელონა“ 1:1 (0:0) VIDEO

მილანი, „ჯუზეპე მეაცა“

მაყურებელი: 70 915

„ინტერი“ (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; ვრალსკო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა; ვესინო, ბროჟოვიჩი (ლაუტარო მარტინესი 85); პოლიტანო (კანდრევა 81), ნაინგოლანი (ბორხა ვალერო 63), პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური (ვიდალი 74); დემბელე (მალკომი 81), სუარესი, კოუტინიო

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 მალკომი (83), 1:1 იკარდი (87)

გაფრთხილება: ბროჟოვიჩი (84), პერიშიჩი (88) - რაკიტიჩი (42)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 19 (8) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 3:10 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

„ტოტენჰემი“ - პსვ ეინდჰოვენი 2:1 (0:1) VIDEO

ლონდონი, „უემბლი“

მაყურებელი: 46 588

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): გაზანიგა; ორიე (ტრიპიერი 75), სანჩესი, ალდერვეირელდი, დევისი; ვინკსი, ერიკსენი; ლუკას მოურა (ლამელა 62), ალი, სონი (ლორენტე 75); კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

პსვ ეინდჰოვენი (4-3-3): ზუტი; დუმფრისი, შვააბი, ვერგევერი, ანგელინო; როზარიო, პერეირო (მალენი 73), ჰენდრიქსი; ბერგვინი (გუტიერესი 86), დე იონგი (სეინსბერი 81), ლოსანო

მწვრთნელი: მარკ ვან ბომელი

გოლები: 0:1 დე იონგი (2), 1:1 კეინი (78), 2:1 კეინი (89)

გაფრთხილება: სონი (63), ტრიპიერი (90) - ლოსანო (38), შვააბი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (9) – 4 (4) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 16:6 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ივან კრიზლიაკი (სლოვაკეთი)

C ჯგუფი

С ჯგუფში მეტად დაძაბული ვითარება და ჯგუფიდან გასვლის რეალურ შანსს ოთხივე გუნდი ინარჩუნებს. დიახ, შესაძლოა დაუჯერებელიც იყოს, მაგრამ 4 ტურის მერე, „ცრვენა ზვეზდასაც“ კი აქვს პლეი-ოფში თამაშის შესაძლებლობა. სერბეთის ჩემპიონი სტუმრად სუსტად კი თამაშობს, მაგრამ „რაიკო მიტიჩზე“ უძლეველია. „ნაპოლისთან“ ფრე ბევრმა შემთხვევითობად მონათლა, მაგრამ „ლივერპულთან“ კიდევ უფრო დიდი სენსაცია გამოაცხვეს მასპინძლებმა. პირველივე ტაიმში, მილან პავკოვმა დუბლი შეასრულა და „ცრვენა ზვეზდამ“ 2:0 წაიყვანა თამაში. საერთოდ, გოლამდე მასპინძლები უფრო მონდომებულები იყვნენ და დაიმსახურეს კიდეც ეს ანგარიში. აი, მერე სერბული გუნდი დაცვაში ჩადგა, მაგრამ თავი დიდებულად დაიცვა და „ლივერპულს“ თამაშის გადარჩენის შანსი არ ჰქონია. გამოვიდა ისე, რომ იურგენ კლოპის გუნდმა სიტუაცია საკმაოდ გაირთულა და დარჩენილ ორ ტურში ორი მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს, რომ პლეი-ოფის საგზური მოიპოვოს.

ამავე ჯგუფის მეოერე შეხვედრაზე გარკვეულწილად იქონია ბელგრადში მოხმდარმა გავლენა. „ნაპოლიმ“ და პსჟ-მ იცოდნენ უკვე, რომ „ლივერპული“ დამარცხდა ქულაზე დაიწყეს თამაში. ეს აშკარა იყო. სანამ ანგარიში გაიხსნებოდა გუნდები თავს არ იკლავდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს ხუან ბერნატმა გახსნა ანგარიში. აი, მერე უნდა გენახათ რა შემართებით დაიწყო „ნაპოლიმ“ თამაში და რომ არა ჯანლუიჯი ბუფონი, ანგარიშს გაათანბრებდა. მერე კი, ტიაგო სილვა შეცდა უხეშად და პენალტი დაინიშნა, რომელიც ლორენცო ინსინიემ გაიტანა. იტალიელებმა ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, ისევ უკან დაიხიეს და მთლიანად ამ შედეგის შენარჩუნებაზე იზრუნეს. რასაც მიაღწიეს კიდეც - 1:1.

4 ტურის მერე: „ლივერპულსა“ და „ნაპოლის“ 6-6, პსჟ-ს 5, ხოლო „ცრვენა ზვეზდას“ 4 ქულა აქვს... საოცარი ორი ტური გველოდება ამ ჯგუფში და რა მოხდება, კაცმა არ იცის.

„ცრვენა ზვეზდა“ – „ლივერპული“ 2:0 (2:0) VIDEO

ბელგრადი, „რაიკო მიტიჩი“

მაყურებელი: 51 318

„ცრვენა ზვეზდა“ (4-2-3-1): ბორიანი; სტოიკოვიჩი (გობელიჩი 59), სავიჩი, დეგენეკი, როდიჩი; იოვანჩიჩი, კრსტიჩიჩი (იოვიჩიჩი 73) ; სრნიჩი, მარინი (კაუშიჩი 64), ბენი; პავკოვი

მწვრთნელი: ვლადან მილოიევიჩი

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი (გომესი 46), მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; მილნერი, ვეინალდუმი, ლალანა (ორიჯი 79); სალაჰი, სტარიჯი (ფირმინო 46), მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0 პავკოვი (22), 2:0 პავკოვი (29)

გაფრთხილება: მარინი (6) - ლალანა (36)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 13 (3) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 5:9 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

„ნაპოლი“ - პსჟ 1:1 (0:1) VIDEO

ნეაპოლი, „სან პაოლო“

მაყურებელი: 55 489

„ნაპოლი“ (4-3-3): ოსპინა; მაკსიმოვიჩი (ჰისაი 76), ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი; ალანი, ჰამშიკი, ფაბიან რუისი (ზიელინსკი 71); კალეხონი, მერტენსი (უნასი 83), ინსინიე

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

პსჟ (3-4-3): ბუფონი; მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კეჰრერი (ჩუპო-მოტინგი 90); მუნიე (კიმპემბე 73), ვერატი, დრაქსლერი, ბერნატი; დი მარია (კავანი 77), მბაპე, ნეიმარი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 ბერნატი (45), 1:1 ინსინიე (63, პენ)

გაფრთხილება: ფაბიან რუისი (45) - მბაპე (29), კეჰრერი (32), ვერატი (89), ნეიმარი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 5 (3) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

D ჯგუფი

საბა კვირკველიას გარეშე დარჩენილმა მოსკოვის „ლოკომოტივმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეოთზე თამაში წააგო. რუსეთის ჩემპიონი ყველაზე სუსტ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ იქაც ყველაზე სუსტია. „პორტუმ“ ძალიან ადვილად აჯობა იური სიომინის გუნდს - 4:1. კვირკველიას არ უთამაშია, დისკვალიფიკაცია მოიხადა.

მეორე შეხვედრაში „შალკემ“ „გალათასარაი“ დაამარცხა და მერვედფინალს მიუახლოვდა. „პორტუს“ 10, „შალკეს“ 8, ხოლო „გალათასარაის“ 4 ქულა აქვს. წესით თურებს უნდა გაუჭირდეთ პლეი-ოფისთვის ბრძოლა.

„პორტუ“ – „ლოკომოტივი“ 4:1 (2:0) VIDEO

პორტუ, „დრაგაუ“

მაყურებელი: 34 616

„პორტუ“ (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, მილიტაო, ფელიპე, ალექს ტელეში; ტორესი (ოლივეირა 84), დანილო პერეირა, ერერა; კორონა (ერნანი 77), მარეგა, ბრაჰიმი (ოტავიო 68)

მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაუ

„ლოკომოტივი“ (4-4-1-1): გილერმე; იგნატიევი, ჰიოვედესი, ჩორლუკა, იდოვუ; ანტონ მირანჩუკი, დენისოვი, კრიხოვიაკი, ფერნანდეში (ფარფანი 46); ალექსეი მირანჩუკი; ედერი (სმოლოვი 71)

მწვრთნელი: იური სიომინი

გოლები: 1:0 ერერა (2), 2:0 მარეგა (42), 2:1 ფარფანი (59), 3:1 კორონა (67), 4:1 ოტავიო (90)

გაფრთხილება: ფელიპე (48), მილიტაო (61), ოტავიო (84) - ჩორლუკა (3)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 10 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 4:10 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: დავიდე მასა (იტალია)

„შალკე“ – „გალათასარაი“ 2:0 (1:0) VIDEO

გელზენკირხენი, „ველტინს არენა“

მაყურებელი: 54 740

„შალკე“ (3-5-2): ნიუბელი; სტამბული, სანე, ნასტასიჩი; კალიჯური, უტი (ბენტალები 63), რუდი (სერდარი 76), ჰარიტი (მაკკენი 56), შოპფი; ბურგშტალერი, ემბოლო

მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო

„გალათასარაი“ (4-2-3-1): მუსლერა; მარიანო, კაბაკი, აზიზი, ლინესი (ბაირამი 46); დონკი, ნდიაე; ონიეკურუ, ბელანდა, როდრიგესი (სელჩუკ ინანი 63); გუმუსი (ჩელიკი 72)

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი

გოლები: 1:0 ბურგშტალერი (4), 2:0 უტი (57)

გაფრთხილება: რუდი (54), სტამბული (55) - დონკი (72), აზიზი (81), ჩელიკი (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11(5) – 5 (1) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 2:1 თამაშგარე: 7:2

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)

Loading...
სტატისტიკა
0.265277