კალათბურთი

13:37 | 5.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ტორონტომ“ კავაის გარეშე „ლეიკერსს“ მოუგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.

„ლეიკერსი“ შინ „ტორონტოსთან“ 107:121 დამარცხდა. მატჩის ბედი პირველსავე პერიოდში გადაწყდა, რომელიც კანადელებმა 42:17 მოიგეს. „ტორონტოს“ გუნდის ლიდერი კავაი ლეონარდი ფეხის ტრავმის გამო არ ჰყავდა. საოცარი შეხვედრა ჩაატარა სერჟ იბაკამ რომელმაც 17-დან 15 სროლა ჩააგდო, რაც ესპანელის პირადი რეკორდია. სერჟმა თავიდან 14-დან 14 სროლა გამოიყენა, რაც 2006 წლის შაკილ ონილის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია. იბაკამ ჯამში გუნდს 34 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. ლებრონ ჯეიმსს 24 ქულა, 2 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა. „ტორონტო“ 9 მოგებით და ერთი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

„მილოუკმა“ საკუთარ დარბაზში „საკრამენტო 144:109 გაანადგურა. ვისკონსინელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. „მილოუკმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშეს, რვა მოთამაშემ მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჩააგდეს. მათ შროის საუკეთესო იანის ადეტოკუმპო იყო, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა 26 ქულა, 15 მოხსნა, 11 პასი. „მილოუკი“ 8 მოგებით და ერთი წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

„მილოუკი“ – „საკრამენტო“ 144:109 (39:30, 33:20, 36:32, 36:27)

https://www.youtube.com/watch?v=ED_53NYwL5c

„ბრუკლინი“ – „ფილადელფია“ 122:97 (18:21, 33:26, 41:28, 30:22)

https://www.youtube.com/watch?v=t55mPcfeZX0

„ვაშინგტონი“ – „ნიუ იორკი“ 108:95 (24:17, 34:33, 23:28, 27:17)

https://www.youtube.com/watch?v=I4_DkK3E9KU

„სან ანტონიო“ – „ორლანდო“ 110:117 (26:36, 28:27, 20:28, 36:26)

https://www.youtube.com/watch?v=QCid3NLzOZ8

„ფინიქსი“ – „მემფისი“ 102:100 (21:28, 31:28, 25:25, 25:19)

https://www.youtube.com/watch?v=JXl7-nt1hCo

„პორტლენდი“ – „მინესოტა“ 111:81 (30:27, 31:18, 31:19, 19:17)

https://www.youtube.com/watch?v=tDwxjiFAuws

„ლეიკერსი“ – „ტორონტო“ 107:127 (17:42, 32:29, 31:30, 27:20)

https://www.youtube.com/watch?v=8KIkWlFzQp8

თეგებინბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156824