სხვა

19:16 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

უდანაკარგოდ 5 გუნდია  

ტყიბულსა და თბილისში გაგრძელთა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში. ყველაზე დაძაბულ მატჩში რუსთავის გუნდმა 24-23 მოუგო თბილისის ქარიშხალას და აღმოსავლეთის პირველობას 8 ქულით ლიდერობს თბილისის პეგასთან ერთდ.

თუმცა, აღმოსავლეთში არის კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი, ყვარელი, რომელსაც 2 მატჩში 2 მოგება აქვს და მომდევნო ტურში, 18 ნოემბერს, ორივე კონკურენტს ეთამაშება.

დასავლეთში 3 თამაშიდან 6 ქულით ლიდერობს ქვეყნის შარშანდელი ჩემპიონი სამტრედია, ორიდან 2 მატჩი მოიგო აჭარის გუნდმა, სამი მატჩიდან 4 ქულა აქვს ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს.

პირველ ეტაპზე გამოვლინდება აღმოსავლეთისა და დასვლეთის ჩემპიონები, 5-5 საუკეთესო გუნდი კი გავა მეორე რაუნდში. საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონი მაისში გამოვლინდება ფინალური ოთხეულის ტურნირის შემდეგ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.

ჭაბუკები, 17 წლამდე

აღმოსავლეთი. 4 ნოემბერი, არენა 2. ქარელი - გორი 15-18, ქარიშხალა - ყვარელი 7-20, ქარელი - პეგასი 2-28, ლაგოდეხი - რუსთავი 20-39, თელავი - პეგასი 9-29, რუსთავი - ქარიშხალა 24-23 - მსაჯები: ი. გოგოლაძე - გ. სურმავა, თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი

----------------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

პეგასი---------4---4---0---0--100-25---8

რუსთავი-----4---4---0---0--117-93---8

ყვარელი------2---2---0---0---41-15---4

გორი-----------2---1---0---1---35-34---2

ქარელი--------4---1---0---3---60-81---2

ქარიშხალა----3---0---0---3---44-77---0

თელავი-------2---0---0---2---17-50---0

ლაგოდეხი----3---0---0---3---20-59---0

დასავლეთი. 3 ნოემბერი, ტყიბული; სამტრედია - ქუთაისი 22-18, ფოთი - ბსბ ბათუმი 13-24, სამტრედია -წყალტუბო 36-13, ხელვაჩაური - ბსბ ბათუმი 23-29 - მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, გ. გველესიანი

-----------------თ---მ---ფ---წ------ბ----ქ

სამტრედია----3---3---0---0---94-49---6

ბსბ ბათუმი---3---2---0---1---77-61---4

აჭარა-----------2---2---0---0---47-39---4

ქუთაისი-------2---1---0---1---49-25---2

ხელვაჩაური--3---1---0---2---71-70---2

ფოთი----------2---0---0---2---28-46---0

წყალტუბო----3---0---0---3---21-61---0

5-5 საუკეთესო გუნდი გადის მეორე ეტაპზე

მომდევნო მატჩები 17 და 18 ნოემბერს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113216