ფეხბურთი

0:35 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილის ლამაზი გოლი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურში პლოცკის „ვისლამ“ გასვლაზე „სლასკი“ 3:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა გიორგი მერებაშვილმა და გოლიც გაიტანა.

სწორედ გიორგი დააფიქსირა შეხვედრის საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე. გოლი ეფექტური გამოვიდა, მცველს ტექნიკურად გაუსწორდა და გატანა არ გასჭირვებია. ეს ქართველი ნახევარმცველის მეორე გოლია ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში (12 მატჩი).

აღსანიშნავია, რომ პლოცკელები 28-ე წუთიდან, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, 10 კაცით თამაშობდნენ, მაგრამ დამაჯერებლად მაინც მოიგეს. „ვისლას“ 15 ქულა აქვს და მე-12 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116979