ჭადრაკი

19:51 | 3.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

2 მოგება, 2 ყაიმი, 1 წაგება

რუსულ ხანტი-მანსიისკში დაწყებულ მსოფლიოს 2018 წლის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში (ნოკაუტ-სისტემა) პირველი ტურის პარტიები მიილია.

წარმატებას მიაღწიეს ნინო ბაციაშვილმა (2465) და ნანა ძაგნიძემ (2516), რომელთაც შესაბამისად, შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტი (2373) და კუბელი იერისბელ მირანდა ლანესი (2267) დაამარცხეს. განსხვავება ის იყო, რომ ნანამ მეტოქეს შავი ფიგურებით სძლია.
ასევე შავებით თამაშობდნენ სოფიკო ხუხაშვილი (2316) და ბელა ხოტენაშვილი (2477), რომლებიც შესაბამისად, ინდოელ დრონავალი ჰარიკასა (2498) და ვიეტნამელ ფუნგ კიმ ტი ვოს (2354) დაუზავდნენ, ლელა ჯავახიშვილი (2477) კი შავი ფიგურებითვე ჩინელ ჯინერ ჟუსთან (2379) დამარცხდა.
მსოფლიო პირველობის პირველი წრის განმეორებითი პარტიები ხვალ შედგება და ცხადია, რომ მეტოქეები ფიგურებს გაცვლიან, საყაიმო ანგარიშის შემთხვევაში კი, ტაი-ბრეიკია დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109632