ფეხბურთი

16:39 | 3.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მერტენსის სამი გოლი და ორი რეკორდი

იტალიური „ნაპოლის“ თავდამსხმელმა დრის მერტენსმა „ემპოლისთან“ (5:1) შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და ორი რეკორდიც დაამყარა.

მერტენსი გახდა სერია A-ს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ბელგიელი. დრისის ანგარიშზე ამჟამად 75 გოლია იტალიის ჩემპიონატის ეგიდით და თანამემამულე ლუის ოლივეირას შედეგი გააუმჯობესა.

ამ უკანასკენელმა 1992-2001 წლებში „კალიარის“, „ფიორენტინასა“ და „ბოლონიას“ მაისურით 72 გოლის გატანა შეძლო.

მეორე რეკორდს რაც შეეხება - „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირის ჩათვლით 98 გოლი დაუგროვდა და ნეაპოლელთა ლეგენდარული ბრაზილიელი ფორვარდის, კარეკას შედეგი გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, დრის მერტენსი „ნაპოლის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს, ხოლო იქამდე სახელი პსვ ეინდჰოვენში თამაშით გაითქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108232