ჭადრაკი

15:23 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოჭადრაკეები ხანტი-მანსიისკში იკრიბებიან

რუსულ ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის (ნოკატ-სისტემა) მონაწილეები იკრიბებიან. შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში 64 მოჭადრაკე ჩაერთვება. ტურნირის საზეიმო გახსნა 2 ნოემბერს გახლავთ დაგეგმილი, ხვალვე გაირკვევა პირველ წრეში მეტოქეები ფერებს როგორ გაინაწილებენ, უშუალოდ პარტიები კი სტარტს 3 ნოემბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე აიღებს.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საწყის რაუნდში ნინო ბაციაშვილი შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტს ეთამაშება, სოფიკო ხუხაშვილი – ინდოელ დრონავალი ჰარიკას, ნანა ძაგნიძე – კუბელ იერისბელ მირანდა ლანესს, ბელა ხოტენაშვილი – ვიეტნამელ ფუნგ ვო ტი კიმს, ხოლო ლელა ჯავახიშვილი – ჩინელ ჟუ ჯინეერს.
მსოფლიო პირველობა ოლიმპიური სისტემით წარიმართება. ტურნირის ფორმატის თანახმად, ფინალამდე, მეტოქეები ორ-ორ პარტიას გამართავენ, საჭიროების შემთხვევაში კი, გამარჯვებულს ტაი-ბრეიკზე გამოავლენენ.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება სტარტს 19 ნოემბერს აიღებს და ტაი-ბრეიკი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუკი, გვირგვინოსანი 4 პარტიის თავზე ვერ გაირკვევა.

0.142395