სხვა

14:00 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიის კუთვნილი რეკორდები

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) გადაწყვეტილებით, დღეიდან ძალაში შედის ახალი წონითი კატეგორიები.

შესაბამისად, რეკორდები, რომლებიც აქამდე იყო დაფიქსირებული, მეპატრონეთა მუდმივ მფლობელობაში რჩება, ძალოსნები კი ახალი რეკორდებისთვის იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატმა სტარტი სწორედ დღეს, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში აიღებს და ახალ მიღწევებს სწორედ აზიიდან უნდა ველოდეთ.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, მსოფლიო პირველობაზე ძალებს 7 ქართველი ძალოსანი მოსინჯავს. ესენი არიან: შოთა მიშველიძე (61 კგ.), გოგა ჩხეიძე (67 კგ.), რეზი დავითაძე (89 კგ.), ანტონ პლესნოი (96 კგ.), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.), ირაკლი თურმანიძე (+109 კგ.), ლაშა ტალახაძე (+109 კგ.).
მანამდე, გთავაზობთ მსოფლიო რეკორდებს, რომელიც დღეიდან ისტორიის კუთვნილება გახდა. ჩამონათვალში 1 ქართველი ძალოსანიცაა: ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის რეკორდი უფროსთა შორის, როგორც ატაცში (220 კგ.), ასევე – ორჭიდში (477 კგ.). ლაშამ ორივე აღნიშნული მაჩვენებელი შარშან ანაჰაიმში (აშშ) გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დააფიქსირა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156554