ფეხბურთი

1:10 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სოლარის წარმატებული დებიუტი (+VIDEO)

სანტიაგო სოლარის მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული დებიუტი გამოუვიდა. „სამეფო კლუბმა“ ახალი მესაჭით პირველივე შეხვედრაში ადვილად მოიგო.

თუმცა, სამართლიანობისთვის ვთქვათ, რომ მეტოქე არცთუ ძლიერი იყო - სეგუნდა B-ს ბინადარი „მელილია“ იყო, რომლის ძლევა მადრიდელებს არ გასჭირვებიათ - 4:0.

სამეფო თასის 1/16 ფინალური მატჩის ბედი პირველივე ტაიმშივე გადაწყდა, როდესაც კარიმ ბენზემამ და მარკო ასენსიომ ორჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი. მეორე ნახევარში კი, ალვარო ოდრიოზოლამ და კრისტო გონსალესმა ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცეს.

თეგებირეალი
0.142166