ფეხბურთი

1:40 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე შეუჩერებელია - გიორგიმ ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა! (+VIDEO)

საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს. 19 წლის ჩვენებურმა ბელგიის იუპილერ ლიგის მე-13 ტურშიც გამოიჩინა თავი და ამჯერზე "მუსკრონის" კარი დალაშქრა.

ერთი ეგაა, რომ მისი გუნდი დამარცხდა (1:3). გიორგიმ 89-ე წუთზე შეძლო მასპინძელთა კარში პრესტიჟის გოლის გატანა. "გენტს" 13 ტურის თავზე 20 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს - ზედიზედ მესამე თამაშში გაიტანა "გენტის" მაისურით, "მუსკრონამდე" "ოსტენდე" დაამწუხრა, ხოლო "შარლერუასთან" დუბლი გაიფორმა. აი, საქართველოს ნაკრებში, ლატვიასთან გოლსაც თუ მივათვლით, გამოდის, რომ მიჯრით 4 თამაშია მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.

საგულისხმოა ისიც, რომ მას შემდეგ რაც "გენტს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს (იეს თორუპი), ჩაკვეტაძე შესანიშნავად და თანაც შედეგიანად ათამაშდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113079