ძიუდო

15:17 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

წარუმატებელი დღე აბუ დაბიში

არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ, თუმცა, მათ ასპარეზობა დილის სესიაშივე დაასრულეს.

ყველაზე უკეთ თავი უშანგი მარგიანი (90 კგ.) გამოიყურებოდა, რომელმაც თურქმენი ტეიენ ტეიენოვი და ჰოლანდიელი იესპერ სმინკი დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან წაააგო, რეპეშაჟში კი სერბ ალეკსანდარ კუკოლთან წაიფორხილა. ამავე წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა საუდის არაბეთის წარმომადგენელი სალეჰ ალზუვაიდისთან იმარჯვა, უნგრელ კრისტიან ტოტთან კი ვერაფერი გააწყო.
ლაშა ტაველურმა (100 კგ.) ჩინელი ბო ჟანგის დამარცხების კვალად, ლატვიელ იევგენის ბოროდავკოსთან წაიფორხილა, მძიმე წონაში (+100 კგ.) კი ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი გამარჯვებაც ვერ მოიპოვეს. ადამ ოქრუაშვილმა ბელარუს ვლადისლაუ ციარპისკისთან წააგო, ლევან მატიაშვილი კი ყირგიზ იური კრაკოვეცკისთან დამარცხდა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა აბუ დაბის გრანდ სლემი 3 ოქროს მედლით დაასრულა, რაც ჩინებული შედეგია. შეგახსენებთ, რომ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ამირან პაპინაშვილი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) ავიდნენ.

0.113189