ჭადრაკი

14:23 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავა პირველობის შანსს ინარჩუნებს

ბერძნულ პორტო კარასში მიმდინარე ახალგაზრდულ საჭადრაკო ევროპის ჩემპიონატზე მე-9 ტურის პარტიები მიილია. ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ კაჭარავას (2373) აქვს, რომელსაც 7.0 ქულით მე-2 ადგილი უკავია და ლიდერ პედრო ანტონიო გინეს ესტეოს (ესპანეთი, 2288) ქულით ჩამორჩება. ამავე კატეგორიაში გიორგი ნაყოფია (1857) 4.5 ქულით 69-ეა, 14-წლამდე გოგონებში კი დიანა ლომაიას (1876) 5.0 ქულით 43-ე ადგილი უკავია.

16-წლამდე ვაჟებში ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2343) 6.0 ქულით მეათე-ოცდამეერთე პოზიციებს იყოფს და ლიდერ შანტ სარგსიანთან (2463) ქულანახევრიანი ჩამორჩენა აქვს. 16-წლამდე გოგონებში თამარ ესაძე (1911) 4.5 ქულით 49-ეა. 18-წლამდე ბიჭებში ნიკოლოზ ცომაია (2201) 5.0 ქულით 38-ე გახლავთ, ხოლო 18-წლამდე გოგონებში მარიამ ჯანაშვილს (2081) მე-13 ადგილი უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11375