თამაშგარე

20:50 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლეტას ფული უყვარს

მას შემდეგ, რაც ლონდონში მოღვაწე ბულგარელი მოდელი, ნიკოლეტა ლოზანოვა თანამემამულე ფეხბურთელს, ვალერი ბოჟინოვს დაშორდა, ყოფილ ცოლსაც და ქმარსაც საფიქრალი და სანერვიულო კიდევ უფრო მოემატათ, რადგან გაყრის შემდგომი სასამართლო პროცესები ძალიან გაიწელა და კაცმა არ იცის როდის დასრულდება.

გაყრის წინ, ბედოვლათი ვალერი ბოჟინოვი თანახმა იყო, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მდებარე თავისი სამსართულიანი სახლი ყოფილი ცოლისთვის დაეთმო - ამით დავაც დასრულებულიყო და ნიკოლეტასაც თავისუფლად ეკეთებინა ის საქმე, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. მაგრამ, შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

რთული სათქმელია რა მოხდა... ლოზანოვას ქალს მადა გაეხსნა თუ ადვოკატმა წააქეზა, მაგრამ ფაქტია, რომ იგი მხოლოდ ფეშენებელურ სახლს არ დასჯერდა და თვალი ვალერი ბოჟინოვის წვითა და დაგვით ნაშოვნ ფულსაც დაადგა - აქაოდა, ეგ ფული ჩვენი თანაცხოვრების დროს დააგროვეო.

ერთი ისაა, რომ ნიკოლეტას იმდენი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული და მომავალში კიდევ გასაკეთებელი, ვალერი ბოჟინოვის კი არა, შეიძლება კრიშტიანუ რონალდუს დანაზოგიც კი არ ეყოს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147861