თამაშგარე

14:15 | 28.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

აიდა იასპიკა კოლეგებს ემტერება

კაჭრეთელი უჟუმური “ტომატოც“ კი მეზობლებს ისე ხშირად არ ეჩხუბება, როგორც იტალიელი მოდელი, იაიდა იესპიკა თავის კოლეგებს. სენიორიტა აიდა მიიჩნევს, რომ სამოდელო საქმეში ბევრი არაპროფესიონალი ფუთფუთებს და მათი შემხედვარე ქალს საპოდიუმე ფიცარნაგზე გრძელი ფეხებით გემრიელად ვეღარ უბაკუნია.

ბულარულ ამბებში კარგად ჩახედულ ხალხს შეიძლება კიდეც ახსოვდეს, რომ აიდა იესპიკა ერთ დროს, ვეტარანი იტალიელი ფეხბურთელის, კრისტიან ვიერის საყვარელი იყო და მექალთანეობით სახელგავარდნილ თავდამსხმელთან აიდას ერთწლიანი რომანი “ყვითელი“ მედიის ყურადღების ქვეშაც მოქცეულა.

ამჟამად იესპიკა მილანში მოღაწეობს და იქაური ფეშენ-ვიკი ისეა არ ჩაივლის, ამ ქალმა ფართო საზოგადოების წინ თავისი მკერდ-ბარძაყი კახური ხაშლამასავით არ დააწყოს და ყველას თვალები არ დააჭყეტინოს. ეს საქმე კი მტერმაც და მოყვარემაც უნდა აღიაროს, რომ მართლაც მაგრად გამოსდის!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134199