ჭადრაკი

17:15 | 28.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურის წინ...

ბრიტანულ კუნძულ მენზე დასასრულს უახლოვდება პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირი. დასკვნითი მე-9 ტურის წინ, ჩემპიონობის საუკეთესო შანსი პოლონელ რადოსლავ ვოიტაშეკსა (2727) და აზერბაიჯანელ არკადი ნაიდიჩს (2721) აქვთ, რომელთა აქტივშიც 6.5-6.5 ქულაა.

მათ ნახევარი ქულით ჩამორჩება ოთხეული ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავეს (2780), ჩინელი ჰაო ვანგის (2722), ინგლისელი გევეინ ჯონსისა (2677) და ამერიკელი ჯეფრი ქსიონგის (2656) შემადგენლობით.
შეგახსენებთ, რომ მენის ტურნირზე 2 ქართველი მოჭადრაკეც თამაშობს. 8 ტურის თავზე სოფიკო გურამიშვილი (2378) 4.0 ქულით 96-ე ადგილზეა, ნინო ბაციაშვილი (2482) კი 3.5 ქულით მეასეა.

0.130023