ფეხბურთი

2:15 | 27.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილის მორიგი გოლი შვედეთში (+VIDEO)

შვედეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი ხარაშვილმა. ალსვენსკანის 27-ე ტურში "გიოტებორგი" შინ "სუნდსვალთან" 1:2 დამარცხდა და ეს ერთადერთი გოლი ჩვენებურის აქტივშია.

გიორგიმ 88-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან იხეირა და ანგარიში შეამცირა, თუმცა თავისი გუნდი მორიგი მარცხისგან ვერ იხსნა.

ხარაიშვილის აქტივში მიმდინარე სეზონში 24 მატჩი და რვა გოლია. "გიოტებორგი" 28 ქულით მე-12 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117959