ჭადრაკი

15:00 | 26.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

6 ტურის თავზე

ბრიტანულ კუნძულ მენზე მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის მე-6 ტურში ნინო ბაციაშვილმა (2482) თეთრი ფიგურებით გერმანელ მელანი ლუბეს (2359) სძლია და 3.5 ქულით, დამატებითი მაჩვენებლებით, 62-ე ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება სოფიკო გურამიშვილს, მან ასევე თეთრებით ყაიმი ინგლისელ დენიელ გორმალისთან გააფორმა და 3.0 ქულით, დამატებითი მაჩვენებლებით, 99-ე პოზიციაზეა.
6 ტურის თავზე მენის ტურნირს 6 ლიდერი ჰყავს, რომელთა აქტივში 5-5 ქულაა. ესენი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავე (საფრანგეთი, 2780), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2763), რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი, 2727), ჰაო ვანგი (ჩინეთი, 2722), არკადი ნადიჩი (აზერბაიჯანი, 2721) და ჯეფრი ქსიონგი (აშშ, 2656) არიან.

0.156386