ფეხბურთი

15:37 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დარიო ბენედეტო - "ბომბონერას" გმირი (+VIDEO)

კოპა ლიბერტადორესის მეორე ნახევარფინალური შეხვედრაც ბუენოს აირესში შედგა და ამჯერად გამარჯვებული მასპინძელი გუნდი გამოვიდა. "ბოკა ხუნიორსი" ბრაზილიურ "პალმეირასს" დაუხვდა და ბოლოსკენ გატეხა.

"ბომბონერაზე" შეკრებილი ქომაგები საყვარელი გუნდისგან გოლს დიდხანს ელოდნენ. "ბოკა" უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ბრაზილიელთა კარის დარაჯი ვევერტონი დამაჯერებლად მოქმედებდა. საბოლოოდ, გილერმო ბაროს შელოტომ საქმეში დარიო ბენედეტო ჩართო. სწორედ არგენტინელ ფორვარდი გამოდგა მატჩის გმირი.

ბენედეტომ 83-ე წუთზე კუთხურის შემდეგ თავი დიდებულად შეაგება ბურთს და ანგარიში გახსნა, ხოლო 5 წუთში უკვე საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და ვევერტონი უშანსოდ დატოვა.

ამ გუნდებს შორის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი ბრაზილიაში 1 ნოემბერს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ პირველ ნახევარფინალში "გრემიომ" "მონუმენტალზე" რივერ პლეიტი" 1:0 დაამარცხა.

„ბოკა ხუნიორსი“ – „პალმეირასი“ 2:0 (0:0)

ბუენოს აირესი, „ბომბონერა“

„ბოკა“ (4-3-3): როსი; ხარა, იზკუერდოზი, მაგალანი, ოლაზა; ნანდესი, ბარიოსი, პერესი; პავონი (ბუფარინი 90), აბილა (ბენედეტო 77), სარატე (ვილა 56)

მწვრთნელი: გილერმო ბაროს შელოტო

„პალმეირასი“ (4-2-3-1): ვევერტონი; მაიკე, ლუანი, გომესი, დიოგო ბარბოსა; ბრუნო ენრიკე(ტიაგო სანტოსი 87), ფელიპე მელო; დუდუ, მოისესი (ლუკას ლიმა 90), ვილიანი; ბორხა (დეივერსონი 76)

მწვრთელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი

გოლები: 1:0 ბენედეტო (83), 2:0 ბენედეტო (88)

გაფრთხილება: სარატე (23), ოლაზა (29), ვილა (63) - ბრუნო ენრიკე (22), გომესი (30)

მსაჯი: რობერტო ტობარი (ჩილე)

0.103932