ფეხბურთი

4:00 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბროზოვიჩის ორიგინალური თამაში სუარესის ჯარიმის ეპიზოდში... (+VIDEO)

მილანის "ინტერის" ფეხბურთელებს როგორც ჩანს, ლუის სუარესი კარგად ჰყავდათ შესწავლილი. მათ შორის, სტანდარტულების შესრულების სტილიც. "ბარსელონასა" და "ინტერის" შეხვედრის მეორე ტაიმში სახალისო და საინტერესო მომენტი იყო: "ნერაძურის" კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, მესის არყოფნაში ბურთთან ურუგვაელი მივიდა და ეშმაკურ ხერხს მიმართა.

ეს გვინახავს რონალდინიოსგან, პირლოსგან, მესისგან, რონალდუსგან, სუარესისგანაც... ჰოდა, უნახავს მარსელო ბროზოვიჩსაც. ლუისმა დაბალი დარტყმით სცადა გატანა და ჰაერში აწეულ ცოცხალ კედელს ქვემოდან მოხდენილად გაუძვრინა ბურთი, მაგრამ ხორვატი ამისთვის მზად იყო და შესანიშნავი ვარდნით თავისი გუნდი გოლისგან იხსნა.

ეპიზოდმა გაახალისა ყველა, კომენტატორებიც, მაყურებლებიც და მაყურებლის რანგში ტრიბუნაზე მყოფი ლეო მესიც...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101772