ფეხბურთი

1:35 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას წითელი ბარათი ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის გათამაშება წარუმატებლად მიმდინარეობს საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივისთვის". რუსეთის ჩემპიონმა ისევ წააგო და პლეი-ოფში გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

"რკინიგზელებმა" საკუთარ მოედანზე "პორტუ" მიიღეს და 1:3 დამარცხდნენ. კვირკველია კი 76-ე წუთზე გააძევეს. ქართველმა მცველმა ბურთი ცუდად გააჩერა, რის შემდგომაც იძულებული გახდა, რომ მექსიკელი ექტორ ერერა წესების დარღვევით შეეჩერებინა. შედეგად, შოტლანდიელ მსაჯს ბევრი არ უფიქრია, ბოლო იმედის ჯარიმისთვის ჩვენებურს წითელი ბარათი აუფრიალა.

საბა დამდეგ ტურს, რომელსაც "ლოკომოტივი" იმავე "პორტუსთან" სტუმრად ჩაატარებს, ავტომატურად გამოტოვებს. "ლოკომოტივი" კი სამი თამაშის მერე უქულოდაა და ჯგუფში ბოლო პოზიცია უიმედოდ უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117083