ჭიდაობა

14:50 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაიას ნაცვლად პატარიძე

25-28 ოქტომბერს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 10-კაციანი შემადგენლობით წარსდგება.

საინტერესოა, რომ ბოლო წამს გუნდში 1 ცვლილება მოხდა. მძიმე წონით კატეგორიაში (130 კგ.) იაკობ ქაჯაიას ნაცვლად ზვიად პატარიძე იასპარეზებს. როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება, ქაჯაიამ ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
55 კგ. – ნუგზარ წურწუმია (ხობი)
60 კგ. – დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
63 კგ. – ლაშა მარიამიძე (თბილისი)
67 კგ. – შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
72 კგ. – გიორგი ხუჭუა (ოზურგეთი)
77 კგ. – თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
82 კგ. – ლაშა გობაძე (აჭარა)
87 კგ. – რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
97 კგ. – რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
130 კგ. – ზვიად პატარიძე (ქუთაისი)

მსოფლიო პირველობის განრიგი
25 ოქტომბერი
ბერძნულ-რომაული 55-63-72-82 კგ.
12:30 – წინასწარი შეხვედრები
18:45 – ნახევარფინალები

26 ოქტომბერი
ბერძნულ-რომაული 60-87-130 კგ.
12:30 – წინასწარი შეხვედრები
19:00 – ნახევარფინალები
ბერძნულ-რომაული 55-63-72-82 კგ.
12:30 – დამამშვიდებელი წრე
20:00 – ფინალები

27 ოქტომბერი
ბერძნულ-რომაული 67-77-97 კგ.
12:30 – წინასწარი შეხვედრები
19:00 – ნახევარფინალები
ბერძნულ-რომაული 60-87-130 კგ.
12:30 – დამამშვიდებელი წრე
20:00 – ფინალები

28 ოქტომბერი
ბერძნულ-რომაული 67-77-97 კგ.
15:30 – დამამშვიდებელი წრე
17:30 – ფინალები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116525