კალათბურთი

1:15 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 10 ქულა და გამარჯვება რუსებთან

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” საკალათბურთო ევროთასის მე-4 ტურში ყაზანის “უნიკსს” 82:80 სძლია და D ჯგუფს სწორედ რუსულ კლუბთან ერთად ლიდერობს.

ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:16 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა.
შერმადინმა 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა და ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ხაიმე ფერნანდესს ჩამორჩა, რომელმაც 23 ქულა, 3 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.
“უნიკსის” რიგებში 21 ქულით, 7 მოხსნით, 4 პასითა და 4 ჩაჭრით საუკეთესო ამერიკელი პიერია ჰენრი იყო, რომელმაც ევროპული კარიერა თბილისურ “ვითაში” დაიწყო.
“უნიკახას” 3 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა, შემდეგ შეხვედრას კი 31 ოქტომბერს, იტალიაში, “ფიატ ტურინთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115686