ჭადრაკი

16:30 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კეკელიძე ჩემპიონს ნახევარი ქულით ჩამორჩა

ყაზახეთის ქალაქ ალმატიში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ღირსებას მიხეილ კეკელიძე (2360) იცავდა.

ქართველი მოჭადრაკე შეჯიბრზე მე-17 ნომრად იყო განთესილი, ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ მან კარგი შედეგი დააფიქსირა.
მიხეილმა 9 პარტიიდან 5 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ორში კი დამარცხდა. შედეგად, კეკელიძემ 6.0 ქულა მოაგროვა და ჩემპიონს მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩა.
საბოლოოდ, ჩვენებურმა დამატებითი მაჩვენებლებით მეოთხე-მეშვიდე ადგილები გაიყო, პირველი პოზიცია კი ბრაზილიელ ალექსანდერ ფიერს (2558) ერგო, რომელმაც რუს ვლადიმირ ბურმაკინსა (2523) და ყაზახ აზამატ უტეგალიევს (2517) ასევე დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118296