ჭადრაკი

15:40 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტრადიციული ტურნირი კუნძულზე

ბრიტანულ კუნძულ მენზე სტარტი აიღო ტრადიციულმა საჭადრაკო ტურნირმა, სადაც ამჯერადაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა გახლავთ შეკრებილი.

მარტო ის რად ღირს, რომ შეჯიბრში 2700-ანთა კლუბის ერთბაშად 20 მოჭადრაკეა ჩართული, ყველაზე მაღალი რეიტინგი კი სომეხ ლევონ არონიანს (2780), ჰოლანდიელ ანიშ გირისა (2780) და ფრანგ მაქსიმ ვაშიე-ლაგრავეს (2780) აქვთ.
ტურნირის 3 ტურის თავზე მაქსიმალური შედეგით ხსენებული ვაშიე-ლაგრავე, ჰაო ვანგი (ჩინეთი, 2722), არკადი ნაიდიჩი (აზერბაიჯანი, 2721), ჯეფრი ქსიონგი (აშშ, 2656), ერვინ ლ’ამი (ჰოლანდია, 2639), პაველ ტრეგუბოვი (რუსეთი, 2588) ლიდერობენ.
მენის ტურნირში 2 ქართველი მოჭადრაკეც სცდის ბედს. სოფიკო გურამიშვილის (2378) აქტივში 2.0 ქულაა და ის დამატებითი მაჩვენებლებით ოცდამეშვიდე-სამოცდამეშვიდე ადგილებს იყოფს, ნინო ბაციაშვილი (2482) კი 1.5 ქულით სამოცდამერვე-ასმეერთე პოზიციებს ინაწილებს.

0.111401