ფეხბურთი

11:52 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტას სტატუეტს დაუდგამენ

ქალაქ ალბასეტეში „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავს, ანდრეს ინიესტას სტატუეტს დაუდგამენ.

ქალაქის მერმა, მანუელ სერანომ განაცხადა, რომ საკონკურსო კომისია სტატუეტის დიზაინს თებერვალში შეარჩევს და მას ცენტრალურ პარკში დადგამენ. - წერს Marca.

ანდრეს ინიესტა პატარა ქალაქ ფუენტეალბილიაში დაიბადა, რომელიც ალბასეტეს პროვინციაში მდებარეობს. „ბარსელონას“ აკადემიაში გადასვლამდე სწორედ ამ ქალაქის ყმაწვილთა გუნდებში თამაშობდა.

0.11985