ფეხბურთი

0:59 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსის მორიგი სკანდალი: კაპიტანი ახალგაზრდა თანაგუნდელს ვარჯიშზე გაუბრაზდა (+VIDEO)

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე, „ვიქტორია პლზენთან“ სათამაშოდ ემზადება. „სამეფო კლუბი“ ბოლო ვარჯიშზე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომელიც რა თქმა უნდა, მედიის თვალს არ გამოპარვია.

ერთ-ერთ ეპიზოდში სერხიო რამოსი ახალგაზრდა სერხიო რეგილონს გაუბრაზდა. ეს ყველაფერი კადრებშიც კარგად ჩანს. ვარჯიშის შემდეგ ორივე ფეხბურთელმა სოციალურ ქსელის მეშვეობით გულშემატკივრები დაამშვიდეს:

„მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არ ჩანს, საკმაოდ საერთო სიტუაციაა. მაგრამ ეს არაა საბაბი და ჩემი რეაქცია არასწორი იყო. ჩვენ ყოველთვის მაქსიმუსთვის ვიბრძვით. საბოლოო ჯამში გუნდი ერთად იმარჯვებს. მზად ვართ ხვალინდელი მატჩისთვის“, - დაწერა რამოსმა.

„ყოველთვის ჩემი გუნდისა და კაპიტნის გვერდით. ხვალ გამარჯვებისთვის!“, - ეს პოსტი რეგილონს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, „რეალი“ 5-მატჩიანი წარუმატებელი სერიის დასრულებას, დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე „პლზენთან“ შეხვედაში ეცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110639