ფეხბურთი

18:15 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბა კვირკველია ტურის სიმბოლურში

საქართველოსნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელის თამაში „როსტოვის“ წინააღმდეგ ავტორიტეტულმა გამოცემა Sport-express-მა 6.5 ქულით შეაფასა:

„საიმედოდ, თითქმის უშეცდომოდ ითამაშა „როსტოვთან“ (2:1). გაიტანა გოლი, რომელიც გამარჯვების მომტანი გამოდგა“, - წერს რუსული გამოცემა.

კვირკველია მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა ტურის სიმბოლურში. შეგახსენებთ, გასულ უიქ-ენდზე ქართველმა მცველმა „როსტოვთან“ მატჩის მე-60 წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145893