სხვა

15:15 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძალოსანთა განრიგი ევროპის ჩემპიონატზე

პოლონეთის ქალაქ ზამოსცში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი 20 და 23 წლამდე ძალოსანთა შორის. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართულ დელეგაციას 1 მედალი აქვს. 23-წლამდელთა 62 კგ-მდე წონით კატეგორიაში მცირე ვერცხლის აღება გოდერძი ბერდელიძემ მოახერხა.

გაგაცნობთ პოლონეთში მიმდინარე ტურნირზე დარჩენილი ქართველი ძალოსნების გამოსვლის გრაფიკს, რომელიც მოცემულია საქართველოს დროის მიხედვით:
23 ოქტომბერი, 15:00 საათი: გიგი პატარაშვილი 77 კგ.
23 ოქტომბერი, 19:30 საათი: გოგა ჩხეიძე 69 კგ.
24 ოქტომბერი, 15:30 საათი: ირაკლი გაბრიჭიძე 77 კგ.
24 ოქტომბერი, 20:30 საათი: რევაზ დავითაძე 85 კგ.
24 ოქტომბერი, 20:30 საათი: ნოდარ კაკაბაძე 85 კგ.
25 ოქტომბერი, 19:00 საათი: ანტონ პლესნოი 94 კგ.
26 ოქტომბერი, 18:00 საათი: ირაკლი ჩხეიძე 105 კგ.
27 ოქტომბერი, 11:00 საათი: ანასტასია გოტფრიდი 90 კგ.
27 ოქტომბერი, 13:00 საათი: დავით ხეცურიანი 105 კგ.
27 ოქტომბერი, 15:00 საათი: გიორგი ჩხეიძე +105 კგ.+
27 ოქტომბერი, 15:00 საათი: ბაქარ თურმანიძე +105 კგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114549