ფეხბურთი

12:46 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი ტრავმირებულია

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ტრავმირებულია. როგორც „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდი იტყობინება, ფრანგს ხერხემლის დაზიანება აქვს და ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში აეკ-ის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ამ დროისთვის ტრავმის ხარისხი უცნობია და შესაბამისად ისიც, თუ რა პერიოდით მოუწევს უქმობა ვეტერან შემტევს.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ საბერძნეთის ჩემპიონს 23 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116202