ფეხბურთი

19:05 | 20.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიშვილის გოლი სლოვაკეთში

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მე-12 ტურში ქართველების ტრნავას „სპარტაკმა“ „სენიცა“ ადვილად, 4:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 73-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველად გამოიჩინა თავი.

ტრნაველთა რიგებში ითამაშა კიდევ ერთმა ჩვენებურმა, დავით სხირტლაძემ, რომელიც მინდორზე 78-ე წუთიდან გამოჩნდა. ჭანტურიშვილმა კი 90 წუთი გაატარა მინდორზე.

„სპარტაკი“ 12 ტურის შემდეგ 14 ქულით მხოლოდ და მხოლოდ მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135985