ფეხბურთი

10:52 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაგუაირი: „ჩემპიონთა ლიგაში თამაში მსურს“

„ლესტერისა“ და ინგლისის ნაკრების მცველმა, ჰარი მაგუაირმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს.

“ამბიციური ფეხბურთელი ვარ. თუ ასე არ ფიქრობ, მაშინ პროფესია არასწორად აგირჩევია. ყველას უნდა უმაღლესი დონის ტურნირებში მონაწილეობა. არც მე ვარ გამონაკლისი.

საუკეთესო შეჯიბრი კი ჩემპიონთა ლიგაა და ძალიან მინდა იქ თამაში.

წლეულს მთლიანად „ლესტერზე“ ვარ კონცენტრირებული. ვნახოთ, რომელ ადგილზე გავალთ სეზონის ბოლოს. ამ კლუბის წყალობით მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშე, რაც არასოდეს დამავიწყდება. ამიტომ, სიკეთე სიკეთით მინდა გადავუხადო კლუბს.“ - უთხრა მაგუაირმა FourFourTwo-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119865