ფეხბურთი

9:57 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლორისმა ნოიერს მხარი დაუჭირა

„ტოტენჰემისა“ და საფრანგეთის ნაკრების მეკარემ, უგო ლორისმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ბაიერნის“ და გერმანიის ეროვნული გუნდის კარის დარაჯი, მანუელ ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და არ იმსახურებს ქომაგებისგან კრიტიკას.

„ჩემთვის ნოიერი ყველაზე საუკეთესოა, ამაში ეჭვიც არ მეპარება. ის ფანტასტიკური მოთამაშეა და საუბრები მისი ცუდი ფორმის შესახებ უსამართლოა, იმის გათვალისწინებით, რამდენი გაუკეთებია გერმანული ფეხბურთისთვის. ტრავმის გამო მას თითქმის წელიწადი გაუცდა. თუმცა, მანუელი ჯერ კიდევ დაუმტკიებს ყველას, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა.“ - განუცხადა ლორისმა Goal-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114526