ხვალ, ზაზა ფაჩულიას აკადემიის 2006-წლიანების გუნდი სტარტს აიღებს რიგაში, BBBL-ის საერთაშორისო ტურნირზე.
ჩვენი გუნდის განრიგი.
19 ოქტომბერი - "ლიმბაზი" (12:00)
19 ოქტომბერი - "ცმოკი" (18:15)
20 ოქტომბერი - "ვისაგინასი" (14:45)
20 ოქტომბერი - "რიჯენე" (21:00)
21 ოქტომბერი - "ტიიტ სოკის სკოლა" (14:45)
ზაზას შემადგენლობა: ნიკა აბულაძე, ლუკა კოტლიარევსკი, გიორგი თენეიშვილი, საბა მამაცაშვილი, გოგა ბუკია, ამირან აროშიძე, ნიკა სალაკაია, სანდრო შალოშვილი, ანდრია ფილაური, ტატო თაბუაშვილი, სანდრო მგელაძე, გუკა ცხადაძე.
მთავარი მწვრთნელი: უილ სმიტი.
ასისტენტი: დავით მუმლაძე.
დავით მუმლაძე: "ჩვენი მიზანი ყველა თამაშში მაქსიმუმის აღება, შეძლებისდაგვარად ყველა თამაშის მოგებაა. ძალიან კარგი პირობები გვაქვს შექმნილი. 3 დღეში 5 შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი. არ არის მარტივი, მაგრამ ბიჭებს მხოლოდ მაქსიმუმი უნდათ. ეს ტურნირი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს და გვინდა, რომ აქ მიღებული გამოცდილება მომავალში გამოვიყენოთ."







