ფეხბურთი

22:40 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

აზარი კონტრაქტის გასახანგრძლივებლად მზადაა

ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევი ედენ აზარი მზადაა ლონდონის "ჩელსისთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმოს. როგორც Gazetta dello Sport-ი იუწყება, 27 წლის ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კვირაში 300, 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

ბელგიელის მიმართ ინტერესს მადრიდის "რეალი" იჩენს და ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახის შეთავაზება აქვს ესპანურ კლუბს. აზარს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აკავშირებს და ინგლისელებს ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ.

ედენი "ჩელსიში" 2012 წელს "ლილიდან" გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 310 მატჩში, 97 გოლი გაიტანა და 78 საგოლე გადაცემა შეასრულა. აზარის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 150 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108644