ფეხბურთი

23:26 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

თანაგუნდელებმა ჯარიმის შესრულების გამო იჩხუბეს (+VIDEO)

კოლუმბიის ჩემპიონტის მე-14 ტურში „ატლეტიკო ნასიონალისა“ და „დეპორტივო კალის“ შეხვედრაში თანაგუნდელებმა იჩხუბეს.

მატჩის 88-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, „ატლეტიკო ნასიონალმა“ ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღო, მაგრამ რად გინდა... ჯეისონ ლუკუმიმ და დაირო მორენომ ბურთი ვერ გაიყვეს, საბოლოოდ ყველაფერი ჩხუბით დასრულდა. ლუკუმიმ თანაგუნდელს თავი უთავაზა და მსაჯმა წითელი ბარათიც უჩვენა.

ესოდენ ფასეული ჯარიმა კი მორენომ შეასრულა, მაგრამ შედეგი ვერ მიიღო და მატჩიც უგოლოდ დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096957