ჭადრაკი

23:05 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ნონა” ფინალში ითამაშებს!

ქართული საჭადრაკო კლუბი “ნონა” ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დღეს, ნახევარფინალში ქართველმა მოჭადრაკეებმა რუსული SSHOR 3:1 დაამარცხეს.

ლელა ჯავახიშვილმა (2475) და ბელა ხოტენაშვილმა (2469) პარტიები, შესაბამისად, დინა ბელენკაიასთანა (2329) და ელენა სემიონოვამ (2263) მოიგეს, ნანა ძაგნიძე (2509) ანასტასია ბოდნარუკს (2423) დაუზავდა, ხოლო ნინო ბაციაშვილი (2482) – ევგენია ოვოდს (2363).
ფინალში, რომელიც 18 ოქტომბერს შედგება, “ნონას” მეტოქე “მონტე კარლო” იქნება. მონაკოელებმა ნახევარფინალში რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ “უგრას” 2.5:1.5 სძლიეს.
შეგახსენებთ, რომ “მონტე კარლოს” ღირსებას უკრაინელი ანა მუზიჩუკი (2555), შვედი პია კრამლინგი (2465), პოლონელი მონიკა სოცკო (2451), ლიტველი დეიმანტე კორნეტე (2462) და ფრანგი ალმირა სკრიპჩენკო (2414) იცავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113628