კალათბურთი

22:40 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის შოუ ევროთასზე

ესპანურმა “უნიკახამ” ევროთასის მორიგ ტურში მონტენეგროში “მორნარ ბარს” 96:85 სძლია, შეხვედრის გმირი კი სტუმართა ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი გახდა, რომელსაც ჩინებული თამაში ჰქონდა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:20 წუთში 26 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.
შერმადინმა 14-დან 11 ორქულიანი, 3-დან 1 საჯარიმო და რაც ძალიან იშვიათია, სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 34-ს გაუტოლა და დიდი შანსია, გასული მატჩის მსგავსად, ის სრულიად ტურის საუკეთესო კალათბურთელიც გახდეს.
“უნიკახას” 2 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და ევროთასის D ჯგუფში მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 23 ოქტომბერს, შინ, ყაზანის “უნიკსთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12641