ჭადრაკი

14:37 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

5 ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო ჩემპიონატზე

1-25 ნოემბერს რუსული ხანტი-მანსიისკი ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც 5 ქართველი მოჭადრაკე ჩაერთვება.

უკვე შედგა წილისყრა და სატურნირო ბადე ცნობილია, რომლის მიხედვითაც პირველ წრეში ნინო ბაციაშვილი შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტს ეთამაშება, სოფიკო ხუხაშვილი – ინდოელ დრონავალი ჰარიკას, ნანა ძაგნიძე – კუბელ იერისბელ მირანდა ლანესს, ბელა ხოტენაშვილი – ვიეტნამელ ფუნგ ვო ტი კიმს, ხოლო ლელა ჯავახიშვილი – ჩინელ ჟუ ჯინეერს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა ოლიმპიური სისტემით წარიმართება, 1/32-ფინალის პირველი შეხვედრები კი 3 ნოემბერს გახლავთ დაგეგმილი.
ტურნირის ფორმატის თანახმად, ფინალამდე, მეტოქეები ორ-ორ პარტიას გამართავენ, საჭიროების შემთხვევაში კი, გამარჯვებულს ტაი-ბრეიკზე გამოავლენენ.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება სტარტს 19 ნოემბერს აიღებს და ტაი-ბრეიკი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუკი, გვირგვინოსანი 4 პარტიის თავზე ვერ გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129241