ფეხბურთი

12:35 | 16.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანემ თითი მოიტეხა

„ლივერპულის“ შემტევი სადიო მანე ორშაბათ დილით საავადმყოფოში მოხვდა. მიზეზი: თავდამსხმელმა სენეგალის ნაკრების ვარჯიშზე მარცხენა ხელის თითი მოიტეხა.

ამიდაკვალად, „წითლების“ დამრიგებელ იურგენ კლოპს თავისტკივილი მოემატა. ჯერ იყო და მოჰამედ სალაჰი დაბრუნდა ეგვიპტის ნაკრებიდან კუნთის ტრავმით. შემდეგ ვირჯილ ვან დეიკი გამოუშვეს ჰოლანდიის ეროვნული გუნდიდან ნეკნის ტრავმის მიზეზით. ახლ მათ მანეც დაემატა.

უახლოესი მატჩი „ლივერპულს“ 20 ოქტომბერს უწევს სტუმრად „ჰადერსფილდთან.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113563