ფეხბურთი

22:05 | 15.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "განსხვავებული თამაში იქნება"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ლატვიასთან მატჩის წინ ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, რიგაში განსხვავებული თამაში იქნება, ვიდრე ერთი თვის წინ, თბილისში იყო.

"ვფიქრობ, რომ თბილისში ლატვიამ ძალიან ჩაკეტილი და დაცვითი ფეხბურთი ითამაშა. რთულია ასეთ გუნდებთან არათუ გოლის გატანა, არამედ საგოლე მომენტების შექმნაც. ხვალ ალბათ, განსხვავებული თამაში იქნება. იმედია, სანახაობრივი ფეხბურთი გამოვა. რაც შეეხება მეტოქეს ნახევარფინალშია, ამაზე ფიქრი ადრეა, რადგან ჯერ ჯგუფური ეტაპი არ დასრულებულა.

"სან ხოსე"? - ამ გუნდში მცირე ხნით არ გადავსულვარ. გუნდს საინტერესო პროქეტი აქვს, რომლის ნაწილი მეც ვარ. შესაბამისად, გუნდის გამოცვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. MLS დაბალი დონის ლიგა ნამდვილად არაა, ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი გაცილებით ცუდ ლიგებში თამაშობს", - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, ლატვია - საქართველოს მატჩი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია „პირველ არხზეა" დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111297