ფეხბურთი

11:00 | 15.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა იტალიაში მუშაობას აპირებს

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპე გვარდიოლა არ გამორიცხხავს, რომ მომავალში იტალიაში იმუშაოს. როგორც პეპმა აღნიშნა, სერია A ერთ-ერთი არჩევანია.

„იტალიაში მუშაობა? - რატომაც არა? ეს ერთ-ერთი ვარიანტია ჩემს კარიერაში. იტალია დიდი საფეხბურთო ქვეყანაა. კლუბებსა და ნაკრებს არაერთი ტიტული აქვთ მოგებული. განსაკუთრებით, არიგო საკის დროს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერგასვლა? - ყველა გუნდი აგებს, აქვს კრიზისი, მაგრამ შემდეგ ისევ წარმატების ჯერი დგება. მთავარია, რომ მარცხიდან სწორი დასკვნები გამოიტანოთ“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Corriere Dello Sport-ი.

შეგახსენებთ, გვარდიოლას უმუშავია ლა ლიგაში, ბუნდესლიგაში, ხოლო ამჟამად პრემიერლიგაში გამოდის. შესაბამისად, წამყვანი ჩემპიონატებიდან მხოლოდ იტალიაში არ აქვს ნამუშევარი.

0.111782