ფეხბურთი

14:16 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩს „რეალის“ დატოვება სურს

ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი კვლავ ფიქრობს „რეალის“ დატოვებას, წერს Corriere dello Sport. მიზეზი: ლუკამ ვერ გამონახა საერთო ენა ახალ მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგისთან. თანაც კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთანაც ვერ ჰქონია თბილი ურთიერთობა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს მოდრიჩის შეძენა იტალიურ „ინტერს“ სურდა, მაგრამ „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობამ კატეგორიული უარი თქვა. მადრიდული გრანდი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ხორვატის გაყიდვას, თუ სანაცვლოდ ასევე მაღალსტატუსიან მოთამაშეს, ვთქვათ, ნეიმარს ან მბაპეს შეიძენს.

წლევანდელ სეზონში მოდრიჩმა „რეალის“ შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე პასით გამოირჩა. კონტრაქტი კი მადრიდელებთან 2020 წლამდე აკავშირებს.

0.113984