ჭადრაკი

10:03 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ნონამ” ბერძნებს შანსი არ დაუტოვა

ქართულმა საჭადრაკო კლუბმა “ნონამ”, რომელიც ბერძნულ ჰალკიდიკიში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე თამაშობს, მე-2 დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.

გუშინ “ნონამ” ბერძნული “გალაქსიას თესალონიკი” 4:0 გაანადგურა. პარტიები მოიგეს ნინო ბაციაშვილმა (2482), ლელა ჯავახიშვილმა (2475), ბელა ხოტენაშვილმა (2469) და სალომე მელიამ (2387).
2 ტურის თავზე ქართული კლუბის დარად მაქსიმალური შედეგი აქვთ რუსულ “უგრასა” და მონაკოს “მონტე-კარლოს”. მე-3 ტურში ცენტრალური სწორედ ქართულ-რუსული დაპირისპირება იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112089