ჭადრაკი

15:31 | 12.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის ჩემპიონატის ფავორიტთა შორისაა

ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"-ს გუნდი, ბათუმის მერიის პატრონაჟით, ევროპის საკლუბო ჩემპიონატში იასპარეზებს. 11 ოქტომბერს საბერძნეთის პორტო კარასში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის გუნდური მამაკაცთა 34-ე და ქალთა 23-ე საკლუბო ჩემპიონატები. პირველი ტურის პარტიები დღეს შედგება, შეჯიბრი კი 19 ოქტომბრამდე გასტანს.

ეს პრესტიჟული საკლუბო პირველობა ყოველ წელს იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის საუკეთესო მოჭადრაკეებს უყრის თავს საჭადრაკო დაფასთან.

წელსაც ჩემპიონატი ბევრ საინტერესო და შეუპოვარ ორთაბრძოლას გვპირდება.

ვაჟთა ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება, ქალთა ტურნირი - კომბინირებული სისტემით.

მოთამაშეებს 30 სვლამდე ყაიმზე შეთანხმება ეკრძალებათ.

დაგვიანებისთვის გამოყოფილია - 15 წთ.

დროის კონტროლი: 90 წთ - 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"-ს გუნდი: ნანა ძაგნიძე (2509), ნინო ბაციაშვილი (2482), ბელა ხოტენაშვილი (2469), ლელა ჯავახიშვილი (2475), სალომე მელია (2387).

დელეგაციის ხელმძღვანელი: გიორგი ჭანტურია, გუნდის კაპიტანი: მარიკა ჯაფარიძე, გუნდის მწვრთნელი: დავით ჯოჯუა, მწვრთნელი: ხვიჩა სუპატაშვილი.

სტატისტიკური მონაცემები:

მამაკაცთა ტურნირში 61 გუნდი და 47 ქვეყნის წარმომადგენელი ღებულობს მონაწილეობას.

აქედან 107 დიდოსტატი, 2 ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი, 82 საერთაშორისო ოსტატი, 3 ქალთა საერთაშორისო ოსტატი, 74 ფიდეს ოსტატი, 1 ქალთა ფიდეს ოსტატი და 4 ოსტატობის კანდიდატია.

ქალების ტურნირში 12 გუნდმა და 14 ქვეყნის წარმომადგენელმა მოჭადრაკემ მოიყარა თავი.

აქედან 10 საერთაშორისო დიდოსტატი, 7 ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი, 16 საერთაშორისო ოსტატი, 7 ქალთა საერთაშორისო ოსტატი, 1 ფიდეს ოსტატი და 8 ქალთა ფიდეს ოსტატია.

ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონას" გუნდი საშუალო რეიტინგის მიხედვით სატურნირო ცხრილში პირველ ნომრადაა განთესილი (გუნდის 4 უმაღლესი რეიტინგიანის მიხედვით).

ევროპის საკლუბო ჩემპიონატს მასპინძლობს საბერძნეთის ცნობილი ძღვისპირა კურორტი პორტო კარასი ჰალკიდიკში, კერძოდ კი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "სითონია".

ევროპის საჭადრაკო კავშირის ახალი წესების თანახმად თუ გუნდების საერთო რაოდენობა 9-12 ია, მაშინ ჩემპიონატი გაიმართება კომბინირებული სისტემმით. რაც გულისხმობს სასტარტო სიის მიხედვით განთავსებული გუნდების ორ ჯგუფად (A და B ჯგუფი) დაყოფას.

A ჯგუფი დაკომპლექტდება: 1, 4, 5, 8, 9, 12 ნომრებით, ხოლო B ჯგუფი: 2, 3, 6, 7, 10, 11.

ორივე ჯგუფში მატჩები წრიული სისტემით გაიმართება. ე.ი. 5 ტურად.

შემდეგ ჩატარდება 2 ტური ნოკაუტ სისტემით. პირველ ტურში: ერთმანეთს A ჯგუფის I ადგილი B ჯგუფის II ადგილს შეხვდება, ხოლო 3-4 ; 5-6-ს.

მეორე ტურში: გამარჯვებულები - გამარჯვებულებს, დამარცხებულები - დამარცხებულებს.

მატჩის ფრე ანგარიშით დასრულების შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება პირველი დაფის შედეგი.

თუ ყველა დაფის შედეგი თანაბარი აღმოჩნდება, დაინიშნება ბლიც მატჩი 3წთ + 2 წმ-ის დამატებით, პირველ მოგებამდე.

კლუბი ნონა A ჯგუფში განთავსდა.

I ტური: "ნონა" ბათუმი - "ბირ შევა ჩეს ქლაბ" ისრაელი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148892