ჩოგბურთი

12:31 | 12.10.2018 | ნანახია 241 - ჯერ

შაფათავა ნახევარფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრის ნახევარფინალში ითამაშებს.

შაფათავა და რუსი ანშბა ტურნირში მე-3 განთესვით ჩაებნენ და საწყის რაუნდში უკრაინელ ჩერნიშოვასა და რუმინელ ენეს გაუმკლავდნენ (6:2, 6:2), მეოთხედფინალში კი ხორვატი ბოშკოვიჩი და ამერიკელი შოლი დაამარცხეს – 2:6, 7:5, 11:9.
ქართველი და რუსი ჩოგბურთელები ფინალის საგზურისთვის პირველი განთესვის მქონე რუმინულ-უნგრულ წყვილს (დინუ-იანი) დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ შაფათავა ერთეულთა შეჯიბრში მერვედფინალშია გასული, სადაც ბრაზილიელ გაბრიელა სეს გაეჯიბრება.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.065055