ფეხბურთი

11:41 | 12.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი, შესაძლოა, „მანჩესტერში“ დაბრუნდეს

როგორც ჩანს, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისევ ევროპაში დაბრუნდება. ამას წინათ ის „მილანს“ დაუკავშირეს, ახლა კი ESPN-ის ცნობით, შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდეს.

მანჩესტერელთა დამრიგებელ ჟოზე მოურინიუს მტკიცედ გადაუწყვეტია იანვარში შვედი შემტევის გადაბირება. პორტუგალიელს მიაჩნია, რომ „იბრა“ არა მხოლო გააძლიერებს გუნდს, არამედ ლიდერი გახდება გასახდელში.

მოურინუ ამბობს,, რომ იბრაჰიმოვიჩისა და უეინ რუნის გუნდიდან წასვლის შემდეგ, „ეშმაკუნების“ ბანაკში ლიდერი აღარ ჩანს.

ამჟამად 37 წლის ზლატანი ამერიკული MLS-ის „ლოს ანჯელეს გელაქსიში“ ირჯება. წლევანდელ სეზონში 25 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116822