კალათბურთი

18:59 | 11.10.2018 | ნანახია 681 - ჯერ

მარცხი ფაჩულიას გარეშე

ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში მორიგი მატჩი ჩაატარა და შინაურ კედლებში “ვაშინგტონ უიზარდსთან” 97:102 წააგო, ქართველ ცენტრს კი მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.

მიჩიგანელთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი ცენტრი ანდრე დრამონდი იყო, რომელმაც 17 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა, ბლეიკ გრიფინმა 16 ქულა ჩააგდო, გლენ რობინსონმა – 13, რეჯი ბალოკმა და იშ სმითმა კი – 12-12. ვაშინგტონელთა გამარჯვება ჯონ ვოლმა განაპირობა, რომელმაც 32 ქულა, 5 მოხსნა, 9 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
“დეტროიტი” ბოლო საგამოფენო შეხვედრას 12 ოქტომბერს “კლივლენდ კავალიერსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.065683