ფეხბურთი

15:26 | 11.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მონაკომ ჟარდიმი გაათავისუფლა

„მონაკომ“ საკუთარ „ტვიტერში“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის, ლეონარდუ ჟარდიმის გათავისუფლების შესახებ.

პორტუგალიელი სპეციალისტი „მონაკოში“ 2014 წლიდან მუშაობდა და 2016-17 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონი გახადა. შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიიყვანა. მაშინ ის ფრანგული ლიგის საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელეს.

მაგრამ, წლეულს გუნდი ძალიან ცუდად თამაშობს და მე-9 ტურის შემდეგ ლიგა-1-ის ცხრილში ბოლოდან მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118416