ფეხბურთი

11:25 | 11.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრები ანტირეკორდებს იხსენებს

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი უკრაინასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ (1:1) ჟურნალისტებს ესაუბრა.

„ვფიქრობ, რამდენინე გოლის გატანას კიდევ ვიმსახურებდით. თუმცა, ამ მხრივ სამუშაო კიდევ ბევრი გვქვს. მეტი აგრესია გვჭირდება შეტევაში. რაც შეეხება ჩვენს კართან შექმნილ მომენტებს. ოთხი-ხუთი ცვლილების შემდეგ, ნორმალურია მოწინააღმდეგემაც შეგაწუხოს.“

საინტრესოა, რომ იტალიელთა მოუგებელი საშინაო სერია ზედიზედ ხუთ მატამდე გაიზრდა. ასეთი რამ ადრე მხოლოდ 1923 და 1925 წლებში მიმხდარა.

და კიდევ, 1959 წლის შემდეგ, „სკუადრა აძურამ“ ზედიზედ მერვე მატჩში პირველად გაუშვა გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113621